Facebook -ის ადმინისტრაციამ ქსელის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უარყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური ქსელი არსად აპირებს წასვლას და ის მუშაობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა ბლოგერმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში მოყვანილი იყო Facebook -ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის განცხადება, რომლის მიხედვითაც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი 15 მარტიდან მუშაობას შეწყვეტდა.
როგორც ბლოგერი ირწმუნება, ცუკერბერგმა პალო-პალტოს ოფისთან განაცხადა, რომ Fაცებოოკ კონტროლს აღარ ექვემდებარება და მისი ცხოვრება დაანგრია, ამიტომ ის 15 მარტს დაიხურებოდა. თუმცა სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.