სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ბათუმში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან, აქციას გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ანატოლი ჩიჯავაძემ აცნობა.
როგორც ჩიჯავაძემ განაცხადა, მეზღვაურთა ახლობლები სახელმწიფოსგან ყურადღების მიქცევასა და დახმარებას მოითხოვენ.
რაც შეეხება მეზღვაურთა დასახმარებლად შეგროვილ თანხას, ჩიჯავაძე მის ოდენობას არ ასახელებს. "თანხაზე საუბარი არც შეიძლება იყოს. ამის კონფიდენციალობა დაცულია,"_ განმარტავს ანატოლი ჩიჯავაძე.E
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, რაც 15 მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მათ მეკობრეები მკაცრად ექცევიან და საჭმლის მიწოდებასაც უზღუდავენ.