ერთთვიანი პაუზის შემდეგ, სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველები ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ.
როგორც მძევლები აცხადებენ, მათ 5 დღეა საკვებს არ აწვდიან და მეკობრეები მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.
ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში რამდენიმე თვეა რაც იმყოფებიან. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მეკობრეები დიდი ოდენობის თანხას ითხოვენ.