საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მალე „მონაკოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იუწყება.
„გიორგი მიქაუტაძეს „მონაკოში“ გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, უკვე გამზადებულია კონტრაქტიც, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი კლუბში 2029 წლამდე ითამაშებს“, – წერს სკირა.
ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე „მეცთან“ მოლაპარაკებები Get French Football News-თან ინტერვიუში „მონაკოს“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო სკურომაც დაადასტურა.
პირველი არხი