დღეიდან, 10 იანვრიდან, სს "აკად ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" პრეჰოსპიტალური სამსახური ფუნქციონირებას განაახლებს.
ცენტრის მუშაობა გეგმიური სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიების განხორციელების მიზნით იყო შეჩერებული, რომლის დასრულების შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კლინიკის ფუნქციონირების განახლების შესახებ.
კლინიკაში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელება 2011 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და 2011 წლის 10 იანვარს დასრულდება.
"აკად ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" ინფორმაციით, პერინატალური დეპარტამენტის ნეონატალურ განყოფილებაში პაციენტების მიღება 2010 წლის 20 დეკემბრიდან, კლინიკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში - 2010 წლის 25 დეკემბრიდან, ხოლო პრე-ჰოსპიტალური სამსახურის ფუნქციონირება 2011 წლის 3 იანვრიდან შეჩერდა.
ის პაციენტები, რომლებიც გეგმიური სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიების დაწყებამდე, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ბინაზე გაწერა, ან სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა.
შეგახსენებთ, რომ სს აკად. ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი დონის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც 200 საწოლზეა გათვლილი.