ფრანგული „მონაკოს“ დირექტორმა, ტიაგო სკურომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ თქვა, რომ კლუბი ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
„გიორგი მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, წარმატებულ და სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ჩვენ ასევე ველოდებით, ვიპოვით გზას, რომელიც „მეცის“ მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ამ მომენტისთვის მათი კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრები“, – განაცხადა სკურომ.
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ მომენტისთვის ის ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
„მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატში გასულ წელს მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
პირველი არხი
ფოტო; ეროვნული ნაკრები