ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
51-ე წუთზე ანგარიში ესპანეთის ნაკრებმა გახსნა. გოლი დანი ოლმომ გაიტანა.
89-ე წუთზე ანგარიში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ფლორიან ვირტცმა გაათანაბრა.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.
119 წუთზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მერინომ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.