დღეს, 10 იანვარს, 12 საათიდან 17 საათამდე ქვესადგურში "ფონიჭალა" სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება N4 მაცივარს, ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.