დღეს, 10 იანვარს, ცნობილი გახდება სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად ტელეფონით გადარიცხული თანხის ზუსტი ოდენობა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ანატოლი ჩიჯავაძემ განუცხადა.
"მეკობრებთან მოლაპარაკების მიზნით საქმეში ჩართულნი არიან ბერძენი გემთამფლობელის მიერ დაქირავებული ადვოკატები. მათი მოლაპარაკება კონფიდენციალურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მეკობრეები ადვოკატებთან შეხვედრას მაშინ გადაწყვეტენ, როცა ადვოკატებს შესაბამისი გამოსასყიდი თანხა ექნებათ", _ აღნიშნა ჩიჯავაძემ.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე მეკობრეებს არ აკმაყოფილებდათ ბერძენი გემთამფლობელის მიერ შეთავაზებული 250 ათასი.
შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საჭმლის მიწოდებაზე უარს ეუბნებიან და სასტიკად ექცევიან.
მეზღვაურების მშობლებმა დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები