2012 წლის აპრილში კორპორაცია Fაცებოოკ-ი საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებას (IPO) გეგმავს. The Wall Street Journal -ის ინფორმაციით, ამ დროისათვის კორპორაციას 500 აქციონერი ყავს.
იმავდროულად, კომპანია აქციების გადინების დაუშვებლობისათვის, აქციის გყიდვისთვის 2,5 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმას აწესებს.
ამ დროისათვის ამერიკული საბანკო კომპანია Goldman Sachs -სა და რუსული კომპანიის Digital Sky Technologies-ის მიერ Facebook-ში განხორციელებული ინვესტიციების შემდეგ სოციალიაური ქსელი 50 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. შესაბამისად, Facebook-ი eBay-ზე, Yahoo-ზე და Time Warner-ზე ძვირია.
მიიჩნევა რომ ახალი ინვესტიციები სოციალური ქსელს გააძლიერებს, რადგან შესაძლებელი ხდება პროექტში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა, ახალი პროდუქტების განვითარება და მოგების ზრდა. ეს იმ პირობებში როდესაც Facebook-ი არ წარმოადგენს სავაჭრო კომპანიას. უნდა აღინიშნოს, რომ, 2011 წლის პირველ დღეებში Facebook-მა ვიზიტორთა რაოდენობით Google-ს გადაასწრო.
იმავე დროს არც ამერიკულ ბანკში და არც რუსულ კომპანიაში და არც facebook-ში გარიგების შესახებ კომენტირებას არ აკეთებენ. Goldman Sachs-ს გააჩნია უფლება გაასხვისოს სოციალური ქსელის თავისი წილი, 75 მლნ. დოლარის მოცულბით Mail.ru Group-ის სასარგებლოდ.
Digital Sky Technologies-მა 2010 წლის 16 სექტემბერს სახელი შეიცვალა და ამჟამად მას Mail.ru Group-ი ეწოდება. კომპანიას იური მილნერი, გრიგორი ფინგერი და ალიშერ რუსლანოვი აკონტროლებენ.
Digital Sky Technologies-მა 2010 წლის აგვისტოში დასრულა შეთანხმება სამხრეთ აფრიკულ მედია კომპანია Naspers -თან, რის შედეგადაც ინტერნეტ ჰოლდინგმა მოახდინა კომპანია Mail.ru-ს 99,9 %-ის კონსოლიდირება. მასვე ეკუთვნის სოციალური ქსელის "ოდნოკლასნიკი.რუ"-ს 100 %-ი. Digital Sky Technologies-მ შეიძინა ასევე ICQ-ი