უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და ტერიტორიების დასათმობად, თუმცა ის უსმენს რჩევებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს „სამართლიან მშვიდობას“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება Reuters
ჩვენ (არ ვართ) მზად კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ფასეულობების გამო... დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი“, - თქვა ერმაკმა.
შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებებს ომის დასრულების შესახებ, ერმაკმა თქვა: „სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვნახოთ“.
მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებსაშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას, რათა მან განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. მისივე თქმით, უკრაინამ მიიღო ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს უკრაინას ორწლიანი ომის შემდეგ.
„ეს იქნება ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს“, - განაცხადა ერმაკმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას.