"მაესტროს" ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის დამფუძვნებელ ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"არხის ხელმძღვანელობა კიწმარიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმედია, ის იმ ვადის ამოწურვამდე დასრულდება, რომელიც კიწმარიშვილს "მაესტრომ" წაუყენა და საზოგადოება მოლაპარაკებების შედეგებს ამ დღეებში გაიგებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ნს" არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა.
მისივე განმარტებით, სწორედ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაახმაურებს იმ ნაბიჯებსაც, რომელსაც "მაესტრო" კიწმარიშვილის მიერ ტელეკომპანიის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვაზე უარის თქმის შემთხვევაში გადადგამს.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ღლონტმა ეროსი კიწარიშვილს, როგორც "მაესტროს" მმართველი კომპანიის - "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელს მოუწოდა "სრულად დაფაროს ტელეკომპანიის წინაშე არსებული დავალიანება", რისთვისაც 10 დღიანი ვადა მისცა. ვადა 10 იანვარს იწურება. თავის მხრივ შეგახსენებთ იმასაც, რომ ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" ხელმძღვანელების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და "ტელეკომპანიის წინაშე არსებული დავალიანების" დაფარვას არ აპირებს, რადგან მას არ აღიარებს და აცხადებს, რომ 9 თვეზე მეტია "მაესტროს" მართვაში" არანაირ მონაწილეობას არ იღებს.