დღეს, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრი, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მოაწყობენ მდუმარე საპროტესტო აქციას.
არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი ეხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ, 23 ნოემბერს საპატრულო პოლიციის მიერ მოძრაობა "7 ნოემბრის" აქტივისტების კანონდარღვევით დაკავების ფაქტს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელში გაერთიანებული 30-მდე უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოდან, სომხეთიდან და აზრბაიჯანიდან, ასევე ნორვეგიელი უფლებადამცველები.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი გაავრცელებს სპეციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით.