ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ, - ამბობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელმაც ევრო 2024-ზე ნაკრებს ორი გოლი მოუტანა.
"ძალიან კარგი მხარდაჭერა იყო და მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენს ხალხს ფეხბურთი უყვარს და ჩვენს გვერდით დგანან. ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ", - ამბობს მიქაუტაძე, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე საქართველოსა და ჩეხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატში.