დღეს, 8 იანვარს 11 საათიდან 16 საათამდე კრწანისისა და ისნის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, გათიშვა კომპანიის სატრანსფორმატორო ქვესადგურ "5000" გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ჩოლოყაშვილის, ბაღდადის, დიდი ხეივნის, გორგასლის, კრწანისის, ორთაჭალის II შესახვევს, გულუას, წინანაურისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზრუდება #IV სამშობიაროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შინაგან-საქმეთა სამმართველოს ჰოსპიტალს, შინაგან-საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, სახანძრო დაცვას, ავტოსადგურს, #I საპყრობილეს, გორგასლის ქუჩაზე მდებარე წყალსადენს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.