საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტლანა ქეცბა, ზურაბ ჩიქოვანი, მზია ხეთაგური და შოთა ნადირაშვილი წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.
უწმინდესმა საზოგადო მოღვაწეებს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ გადასცა.
ილია მეორის გადაწყვეტილებით, სვეტლანა ქეცბას აღნიშნული ორდენი აფხაზეთში კულტურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის, ზურაბ ჩიქობვანს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის შეტანილი წვლილისთვის, მწერალ მზია ხეთაგურს და ფსიქოლოგ შოთა ნადირაშვილს კი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის გადაეცათ.