სოფელ გლდანის სატრანზიტო ხიდი აღდგენილია.
თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზიანა, 50 მეტრიანი მონაკვეთი თავიდან გაკეთდა.
პროექტის ფარგლებში დაიდგა ხიდის ახალი საყრდენი ბოძები და დაიგო ასფალტის საფარი. გარდა ამისა, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარე "გლდანულის" კალაპოტზეც.
ამასთან, ადგილზე კიდევ ერთი ხიდი აშენდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას სატრანზიტო ხიდთან დააკავშირებს.
სოფელ გლდანულაში სამუშაოები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩაატარა. განახლებული ხიდი დღეს უწყების ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლეიშვილმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნეს.
შეგახსენებთ, რომ გლდანის სატრანზიტო ხიდი 5 თვის წინ ჩაინგრა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.