ალილოს მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ბაქრაძე საშობაო მსვლელობას საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ დეპუტატებთან ერთად დახვდა. ალილოს მონაწილეებმა შემოწირულობები მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარისგან.
მსვლელობა "ვარდების რევოლუციის" მოედნიდან ერთი საათის წინ დაიწყო.
შობის მახარობლები, უფლის ანგელოზები, მწყემსები, მოგვები, სასულიერო პირები და სტიქაროსნები მოედნიდან მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით ავლენ. გზადაგზა უპოვარი ადამიანებისთვის საჭმელ-სანოვაგე შეგროვდება. Mმე-5 საუკუნიდან მოყოლებულ ტრადიციას კასპის რაიონიდან ჩამოყვანილი კამეჩები და დემორატიული ცხოველები აცოცხლებენ.
აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძრამდე მისვლამდე ალილოს მონაწილეები საპატრიარქოსთანაც გაჩერდებიან, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ დალოცავს.
საპატრიარქოდან მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, ხოლო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლისთან მივა, სადაც მათ მიხეილ სააკაშვილი შობას მიულოცავს და ტკბილეულს გადასცემს.
მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება.
ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.