მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, "თბილისი არტ ჰოლში" სოციალურად დაუცველი 200 ბავშვისთვის საშობაო წარმოდგენა გაიმართა.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი გია გოგიტიძე დაესწრნენ.
ბავშვებს ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობებმა, საბავშვო სტუდია "ფანტასმაგორიის" წევრებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა უმასპინძლეს და "საშობაო ზღაპარი" წარმოუდგინეს.