დღეს, 7 იანვარს, 14:00 საათზე, საშობაო ალილო ტრადიციულად ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებაში განუცხადეს, მსვლელობას ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას გაივლიან და საპატრიარქოში მივლენ, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ დალოცავს.
საპატრიარქოდან მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, ხოლო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლისთან მივა, სადაც მათ მიხეილ სააკაშვილი შობას მიულოცავს და ტკბილეულს გადასცემს.
მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება.
ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.