ხვალ, 7 იანვარს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სამინისტრო საშობაო აქციას გამართავს.
სამინისტროს ორგანიზებით, 700-მდე ბავშვი (სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მცირეწლოვანი წევრები; თბილისის მზრუნველობამოკლებულ სახლთა აღსაზრდელები) შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ზღაპარ "სალამურას" ნახავს.
ვლადიმერ ვარძელაშვილი თეატრში შეკრებილ ბავშვებს შობასა და ახალ წელს მიულოცავს.