დღეს, 23:00 საათიდან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მეტრო უფასოდ იმუშავებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თბილისის მეტროპოლიტენში" განუცხადეს, მეტროსადგურები მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურებიან.
შეგახსენებთ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ლიტონიობა იქნება.