თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ "ეროვნული ფორუმის" წევრი ზაზა ჩაკვეტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მისი გათავისუფლების განკარგულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 2 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდებოდა. მის მიმართ წაყენებული 353-ე მუხლის პირველი ნაწილი თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
"ეროვნული ფორუმის" წევრს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა.