დღეს, 25 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ათასამდე სტუდენტი ტირძნისელი ბავშვების გატაცების ფაქტს გააპროტესტებს.
სტუდენტები თელავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეიკრიბებიან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. დიპლომატებს აქტიური ჩარევისკენ მოუწოდებენ.