აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია თბილისში ჩაჩავას #6-ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ეწვია და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
"ჩვენ პატარებს ახალი წელი და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მათ საჩუქრები გადავეცით და იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ. პატარების გაბრწყინებული თვალები ჩვენთვის ბედნიერების მომტანია. აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის შეეცდება მათ გახარებას", - აღნიშნა ბარამიამ.
დღესვე აფხაზეთის მთავრობა და ფონდი "კეთილი სამარინელი საქართველოში" თბილისში 200-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრებს გადასცემენ.