რუსეთში, კომის რეგიონში, „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხანძარი უხტის საწარმოს მოედო
რუსული მედია წერს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალურად, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ "არიან დაღუპულები და დაშავებულები".
გამოცემა Baza-მ გაარცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის წინ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა.
საწარმოს სახურავი ნაწილობრივ განადგურდა, თუმცა ხელისუფლება უარყოფს დრონით თავდასხმის ვერსიას.
კომის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი არ უკავშირდება უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას და წინასწარი მონაცემებით, მიზეზი „ტექნიკური უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობაა“.