4 იანვარს სოფელ შრომაში ძებნილი დავით ქადეიშვილის მიერ დაჭრილი კუტოღლიანი-მიშკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
დაშავებული ოზურგეთის საავადმყოფოდან ქუთაისის ინტერვენციის ცენტრში გადმოიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ამ დროისთვის, 46 წლის კუტოღლიანი-მიშკინას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის კუტოღლიანი მიშკინას ბინაში სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით, თუმცა უარის მიღების შემდეგ მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი მიშკინასი დაჭრა მუცლის არეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება.
ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად ქადეიშვილი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები