პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია გასულ ღამეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ასელში ეხმიანება.
„ის რაც გუშინ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი.
დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს.
გასაგებია რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს.
ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ.
ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ.
მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.
მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა!
წერს ნიკა მელია.
ენმ-მ განცხადებას გაავრცელა, რომლის თანახმად, ღამით, დაახლოებით 02:30-ზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი კაცი თავს დაესხა.