როცა საქმე ტრადიციული კულტურების დამუშავებას ეხება, ფერმერების ნაწილისთვის მთავარი გამოცდილებაა, ნაწილი კი ინოვაციურ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. რა მოხდება, თუ ხანგრძლივ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გავაერთიანებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში Zetor-ის ტრაქტორების შესწავლა დაგვეხმარება.
Zetor ჩეხური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს. ბრენდი 1946 წლიდან აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და განსაკუთრებით ცნობილია ტრაქტორებით. კომპანიას ისეთი აღჭურვილობის წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სიმარტივით, გამძლეობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა, რაც მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს.
კითხვაზე, რატომ“ Zetor? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ 1,3 მილიონზე მეტი მომხმარებელი არ შეიძლება ცდებოდეს. სწორედ ამდენი ტრაქტორი შეიქმნა 1946 წლიდან დღემდე Zetor-ის ბრენდის ლოგოთი და მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.
ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი და ეფექტური დიზელის ძრავებით, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დავალებების შესრულებას, ხვნიდან გადაზიდვამდე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს გადაცემათა კოლოფებს, მათ შორის მექანიკურ და Powershift ტრანსმისიებს, ასევე სინქრონიზებულ ან შატლის ცვლის ვარიანტებს — ეს ტრანსმისიები შექმნილია იმისთვის, რომ სიჩქარის გლუვი ცვლილებები უზრუნველყოს.
ტრაქტორები აგებულია გამძლე კონსტრუქციით, მაღალი ხარისხის მასალებით და უძლებს ფერმაში მუშაობის სიმძიმესა და არახელსაყრელ საოპერაციო პირობებს. ამავდროულად, მრავალფუნქციურია და შეესაბამება სხვადასხვა საჭიროებას. ეს გულისხმობს კომფორტულ კაბინებს ერგონომიული კონტროლით და ჰიდრავლიკურ სისტემებს, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, ისე დააკონფიგურიროს ტრაქტორი, რომ მის სპეციფიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
რა თქმა უნდა, ქართველი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, არამედ რეალური ეფექტიანობა. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, ვინც ამ ტრაქტორებით უკვე ისარგებლა. სხვადასხვა ქვეყნიდან ფერმერები ამბობენ, რომ Zetor-ის ტრაქტორები უმკლავდება ყველა დავალებას, აქვს დაბალი საოპერაციო ხარჯები და არის გამძლე. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ეს იაფი, მარტივი და სანდო ტექნიკაა.
იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ტრაქტორები ქართულ სოფლის მეურნეობაში, რამდენიმე ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ჩვენი მრავალფეროვანი რელიეფი, რომელიც ასეთივე მრავალფეროვან და გამძლე ტექნიკას საჭიროებს. Zetor-ის ტრაქტორები მარტივად ახერხებს რთულ ლანდშაფტში ნავიგაციას.
ასევე, სხვადასხვა ზომის ტექნიკის არჩევანით შესაძლებელია როგორც მცირე მეურნეობის, ისე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დამუშავება. რაც მთავარია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მრავალფეროვანია და არაერთ კულტურას მოიცავს, „ზეტორის“ ტრაქტორები კი სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით ფერმერებს ამის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კახეთის ვენახებისა და ქართლის მინდვრების დამუშავება ერთნაირად ეფექტურად იქნება შესაძლებელი.
ეკონომიკური პირობების ფონზე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობაც. Zetor-ის ტრაქტორები, სხვა ბრენდებთან შედარებით, კონკურენტული ფასებით და დაბალი ტექნიკური ხარჯებით გამოირჩევა.
--
“თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა არგი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. “თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია ”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.