გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უგულებელყოფს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელიც ყოველდღე გამოდის ქუჩაში თავისი ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპას, თუმცა არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა“, – აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.