საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ავსტრიაში ჩავიდა.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22 ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას – გელზენკირხენში.