ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
გუშინ, 27 მაისს, ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.