რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, "რობოკოპების" და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის განცხადებით, საქარტველოს ხელისუფლებააეის ლეგიტიმაცია დაკარგული, ამიტომაა რეჟიმი, რომელიც ამოფარებული ხართ კრიმინალურ პოლიციას და "რობოკოპებს".“ -
„ბატონო შალვა, თქვენ მოგამართავთ, მერამდენე სესიის ჩატარება გიწევთ "რობოკოპებით" სავსე პარლამენტის შენობაში და გადაცმული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების [თანხლებით], რომლებიც აქ დერეფნებში დგანან, წინ და უკან დაგვყვებიან? რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, "რობოკოპების" და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ. აი, ამიტომ ხართ თქვენ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება და ამიტომ ხართ რეჟიმი, რომელიც ამოფარებული ხართ კრიმინალურ პოლიციას და "რობოკოპებს". არ დარჩა ქვეყნის გარეთ არავინ - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, სენატი, კონგრესი, ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, თქვენი მოკავშირე უნგრეთის ევროკომისარიც კი, არ დარჩა არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და არ დარჩა არავინ ქვეყნის შიგნით, მათ შორის, თქვენი მოკავშირე ბიზნესმენები, რომლებმაც არ მოგიწოდეს და არ გითხრეს, რომ კანონი, რომლის საბოლოო მიღებასაც დღეს აპირებთ, რუსულია და არის ის, რაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიაქანებს და მარტოს ტოვებს პირისპირ რუსეთთან. მიუხედავად ამისა, თქვენ მხოლოდ ბიძინასი გჯერათ, არც მე მაქვს იმედი, რომ რომელიმე თქვენგანს აქ გამბედაობა ეყოფა და ხმას არ მისცემს, არც იმის იმედი მაქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი იმუშავებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, როგორც აქამდე, მყარად, მონურად იდექით, ასევე მონურად გადალახავთ ამ ვეტოს, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე თქვენ ამ ქვეყანას აკარგვინებთ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას, ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, სცემთ, სახლში უვარდებით, აკავებთ, სასიკვდილოდ სცემთ მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაგეკისრებათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.