კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ცჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში. წერს
მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება.
"კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების ტესტი იქნება," - წერს ბორელი X-ზე.