პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მან "აგენტების კანონს" დაადო.
"დღეს ჩვეულებრივი დღე არ არის, ისტორია ინახავს ყველა გვარს, ვინც ქვეყნის დემოკრატიულ , სუვერენულ მომავალს ვეტოს დაძლევით - ვეტოს დაადებს!
საკუთარი ხალხის, ქვეყნის მეგობრების, ყველას წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია!
ვეტოს დაძლევით საკუთარ ქვეყანას, საკუთარ მომავალს დაადებთ მუდმივ დაღს და ამას ვერასოდეს ჩამოირეცხავთ!
დაფიქრდით რის ფასად აკეთებთ ამას პარლამენტის წევრებო?
საკუთარ მომავალს, შვილების მომავალს მაინც გაუფრთხილდით …
კოლექტიური ღალატის აქტში მონაწილეობას ყველაფერი სჯობს და ეს არჩევანი გააკეთეთ, ვიდრე გაქვთ ამის შანსი. არაფერია მარადიული , მაგრამ რჩება სამშობლოს, სიმართლის, ღირსების ერთგულება !
ჩვენ ვინც ვიდექით ამ პარტიის შექმნის იდეასთან , ვინც გამოვიარეთ ბრძოლის დიდი გზა და ვის ხარჯზეც მოხვედით - ნუ გვანანებინებთ ყველაფერს, რაც უკავშირდება ოცნების ისტორიას ….
გაიაზრეთ ამ არჩევანის მნიშვნელობა და შედეგი, პარტიაზე ბევრად, ბევრად დიდიაა სამშობლო!", - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.