წარვუდგენ "ქართულ ქარტიას" ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"მე წარვუდგენ "ქართულ ქარტიას" და ახალ პოლიტიკურ მოდელს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დაიწყოს მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე.
მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზად არის, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპებით შევიდეს ევროპაში!" - წერს ზურაბიშვილი.