ინსტიტუციების ნგრევის მაგალითია ჯართან პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება.
ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება"- წერს სააკაშვილი.
ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა.
"პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ორი წლის განმავლობაში მშვიდობა შევინარჩუნეთ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე.