"ლელო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ უერთდება. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.