ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო განცხადება აგენტების კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მტკიცედ რჩებიან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების ერთგულნი.
„ვიაზრებთ, რომ ნატო-ს წევრობა გზაა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და განამტკიცა მათსავე კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ფუნდამენტია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ხოლო ამ ღირებულებების პატივისცემა საკვანძო პირობაა ალიანსში გასაწევრიანებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას” და მთავრობამ კანონს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უკან უნდა გაიწვიოს.
„თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონის უკან დაბრუნებით „დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება”.
„ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს. კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ, ნატო-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ.
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო – ევროკავშირსა და ნატო-ში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ დიალოგს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ პირობით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.
საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატო-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატო-ში გაწევრიანებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.