აზერბაიჯანის პრეზიენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის.
ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში.
სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა ახალი განზომილება მიიღო, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებულად ვითარდება და ახალი შინაარსით მდიდრდება.
სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, ემსახურება ჩვენი ერების ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უფრო ფართო რეგიონში - ევრაზიულ სივრცეში და ხსნიან ფასდაუდებელ შესაძლებლობებს", - აღნიშნულია მილოცვის წერილში.