ახმეტაში მდებარე სპორტულ კომპლექსში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ტურნირი კრივში 1992-1993 წლებში დაბადებულთა შორის. ტურნირზე საქართველოს ყველა რეგიონის 90-მდე მორკივემ მიიღო მონაწილეობა 11 წონით კატეგორიაში.
24 ნოემბერს გამართულ ფინალურ ორთაბროლებს, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
საქართველოს სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუნდურ მაჩვენებლებში პირველი ადგილი თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ქუთაისელი, მესამეზე კი ქვემო ქართლელი მორკივეები გავიდნენ. ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები ქაქუცა ჩოლოყაშვილის თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივნის - ვლადიმერ ახალკაცის თქმით, ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. ტურნირში გამარჯვებული ახალაგზრდებით კი საქართველოს ახალაგზრდული ნაკრები დაკომპლექტება, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.