უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ახალ ჯგუფს საზღვართან, ხარკოვიდან 90 კილომეტრში. ზე;ენსკიმ ამის შესახებ ისაუბრა მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვისას.
”ეს არის აგრესიის ერთადერთი წყარო და მუდმივად ცდილობს ომის გაფართოებას. სწორედ, ახლა ჩვენ ვიცავთ თავს ამ ადგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობისგან.
რუსეთი ემზადება შეტევითი მოქმედებების მცდელობისთვის და 90 კილომეტრში ჩრდილო-დასავლეთით - ჩვენს საზღვართან {რუსეთის} ძალების კიდევ ერთი ჯგუფი იკრიბება. ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, მას მშვიდობა არ უნდა.
სურს თუ არა რუსეთს დიალოგი? უკრაინას მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან მოტყუების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. მოტყუება, რომელიც, კერძოდ, იყო რუსეთის საფარველი ამ ომის მომზადებისთვის“, - თქვა ზელენსკიმ, რომელმაც მიმართვა ხარკოვიდან ჩაწერა.