სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს "ბარამბოს" ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა.
ბავშვებმა განათლების მინისტრის პირველ მოადგილე კოკა სეფერთელაძესთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რასაც ქარხნის კვალიფიციური თანამშრომლები ტკბილეულის დასამზადებლად იყენებენ.
"წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება და ზრუნვა იმ მოზარდებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება სამინისტროსთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდება", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინის მოადგილემ.