„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ - ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მსვლელობა გაიმართება.
26 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეების ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.
საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ.