ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვი“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს გიორგი გახარია.