უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა შეერთებულ შტატებში, არიზონაში მდებარე სამხედრო ბაზაზე F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მართვის სწავლება დაასრულა. იუწყება Politico
როგორც აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა, პილოტებმა წვრთნა გაიარეს ტუსონის 162-ე საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე. პილოტების რაოდენობა და სქწავლების კურსის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
Politico წერს, რომ პილოტები ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც დამატებით მომზადების გაივლიან.
როგორც ცნობილია, უკრაინამ უნდა მიიღოს 60-ზე მეტი F-16 გამანადგურებელი ნორვეგიიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან.