როდესაც მოვა დრო, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება სხვა ან იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის ხოლმე.
„როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, რა თქმა უნდა. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო ან სხვაგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.