მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს.
ლანდსბერგისი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.
"როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ", - წერს ლანდსბერგისი.