მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს.
„მოლდოვა არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს პარტნიორობა ქვეყნის მდგრადობას გაზრდის, საშუალებას მისცემს, ერთობლივად გადავჭრათ უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი ჩართულობა და განვავითაროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები“, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.