ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების რატიფიცირება, ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, - ის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ში წერს.
„მე ვითვალისწინებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას მიმართოს ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატას იაჰია სინვარის, მუჰამედ დეიფის, ისმაილ ჰანიეს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტის დაკავების ორდერისთვის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტის მანდატი არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველაზე მძიმე დანაშაულების დევნა.
ყველა სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების რატიფიცირება, ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.